რვა უპასუხო გოლი! “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)
21 სექტემბერს “ეტიჰად სტედიუმმა” პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “მანჩესტერ სიტისა” და “უოტფორდს” შორის გამართულ შეხვედრას უმასპინძლა. პეპ გვარდიოლას გუნდმა “ნორვიჩთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჯავრი “უოტფორდზე” იყარა და მეტოქე გუნდი მიწასთან გაასწორა.
ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთზე გაიხსნა – დავიდ სილვას გოლის გასატანად სულ რაღაც 50 წამი დასჭირდა. მეშვიდე წუთზე დანიშნული პენალტი კი კუნ აგუერომ გარდასახა გოლად. მე-12 წუთზე რიად მაჰრეზმა გაიტანა, სამი წუთის ინტერვალით კი გოლები ბერნარდო სილვამ და ნიკლას ოტამენდიმ შეყარეს.
პირველ ტაიმში მიღებული შოკისგან “უოტფორდი” ვერც შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა. 48-ე წუთზე ბერნარდო სილვამ კიდევ ერთხელ გაუტანა ფრეიზერს, ხოლო მე-60 წუთზე ჰეთ-ტრიკიც კი გაიფორმა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი შეხვედრსი 85-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა დააფიქსირა – 8:0.