ეროვნული ლიგა – კოვტალიუკი გოლით დაბრუნდა, “დინამომ” კუტალიას დუბლით მოიგო
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. საჩხერის “ჩიხურამ” პირველ ტაიმში თბილისის “დინამოსთან” მრავალი მომენტი გაანივა, მე-2 ნახევარში ფიზიკური მოუმზადებლობა დაეტყო და ლევან კუტალიამ მხოლოდ 87-ე წუთზე შეძლო პენალტით პირველი გოლის გატანა. სწორედ კუტალიამ დაასრულა ყველაფერი 95-ე წუთზე და სეზონში მე-15 გოლი შეაგდო.
“ვიტ ჯორჯიამ” “დილა” მიიღო და კვლავ დამარცხდა. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ დანიშვნის შემდეგ პირველ მატჩში აიღო 3 ქულა. მე-5 წუთზე ქისიევმა საკუთარ კარში ჩაჭრა, ბოლო წუთზე კი სამხრეთ კორეიდან დაბრუნებულმა კოვტალიუკმა ჩოჩიშვილის პასი მიიღო, ისერგიშვილი კუთხურიდან ცდილობდა გატანას და მიკოლამაც ცარიელ კარში შეაგორა. კოვტალიუკი დაბრუნდა, გოლიც გაიტანა, ჩოჩიშვილმა საგოლე პასი გააკეთა და რომ არა ისერგიშვილი, ანგარიში გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა.
“დინამო” 1 ქულით და 1 მატჩით ჩამორჩება ბათუმის “დინამოს”, “ჩიხურას” 32 ქულა და მე-7 ადგილი აქვს, “დილას” 31 ქულა და მე-8, “ვიტ ჯორჯია” 17 ქულით უიმედო აუტსაიდერია.
ჩიხურა 0-2 დინამო თბილისი
გოლები: კუტალია 87/95
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი (სარდალიშვილი 89) – ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე 70), კამლაძე, არდაზიშვილი, ლექვთაძე (დეკანოიძე 66), ჩიკვაიძე – მუმლაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო თბილისი: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კაპლიენკო, ქიმაძე – ნინუა, პაპავა – შულაია, ქავთარაძე (დაფე 65), კუტალია (კვირკვია 93) – კარიკარი (კუხიანიძე 81)
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
ვიტ ჯორჯია 0-1 დილა
გოლი: ქისიევი 5 (ავტო გოლი)
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – ნუსუევი (კიკალიშვილი 71), სეხნიაშვილი, ქისიევი, ნემსაძე – თათხაშვილი, მუზაშვილი (ნანობაშვილი 65), ვარძელაშვილი, ზარიძე, ხუციანიძე – მაქაცარია
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
დილა: ჩოჩიშვილი – ბალგუ, სანტოსი, მირცხულავა, გიორბელიძე – კუცია, რაზმაძე (ქურდაძე 78), ნონიკაშვილი, ფორტესი (კოვტალიუკი 86) – სპანდერაშვილი (ნონდი 58), გოშთელიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე