The Sun-მა მედისონის 6 500 ფუნტიან ჩანთას დასცინა, ინგლისელმა გამოცემას პასუხი გასცა
21 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “ლესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში ლონდონის “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლო. მატჩის მთავარი გმირი 22 წლის ჯეიმს მედისონი გახდა, რომელიც მატჩამდე დაცინვის საგანი გახდა.
საქმე ის გახლავთ, რომ მედისონი მოედანზე ლუის ვიტონის 6 500 ფუნტად შეფასებული ზურგჩანთით გამოჩნდა, რომელსაც The Sun-მა საშინელი და შემაძრწუნებელი უწოდა.
მატჩის შემდეგ კი ცნობილმა ჟურნალ-გაზეთმა კიდევ ერთხელ მოიხსენია მედისონის ჩანთა – “ჩილველის ცნობით, მატჩის საუკეთესო მოთმაშის პრიზი მედისონმა იმავე ჩანთაში ჩადო.”
თავად ფეხბურთელი ბრიტანული გამოცემის ამ შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – “ნამდვილად უარესი იქნებოდა, მოედანზე The Sun-ის გაზეთით რომ გამოვჩენილიყავი…”
Would be worse turning up holding a sun newspaper i guess 😂 https://t.co/Fc47PdtzbL
— James Maddison (@Madders10) September 21, 2019