“დერბი დელა მადონინა” “ინტერის” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)
21 სექტემბერს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეხვედრა გაიმართა ორ მილანურ გრანდს შორის. “მილანისა” და “ინტერის” დაპირისპირება (რომელიც “დერბი დელა მადონინას” სახელითაა ცნობილი), ზედიზედ მესამედ დასრულდა “ნერაძურის” გამარჯვებით.
შეხვედრა ბრწყინვალე გულშემატკივრების მიერ შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფეროს ფონზე მიმდინარეობდა. პირველი ნახევარი მეტწილად დაზვერვითი ხასიათის გახლდათ და ორივე გუნდმა შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა გოლი არ გასულა.
თამაშის მეორე ტაიმი კი “ინტერის” სწრაფმა გოლმა გახსნა – ბროზოვიჩმა თავის გუნდს 49-ე წუთზე გაატანინა. გაშვებული გოლის შემდეგ “მილანი” გატყდა და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვებას ვერ ახერხებდა. 78-ე წუთზე თავის გამოჩენა “ინტერის” ბელგიელმა ახალწვეულმა, რომელუ ლუკაკუმ, შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 0:2.
ასე რომ, სერია A-ს ოთხი ტურის შემდეგ ანტონიო კონტეს “ინტერი” უდანაკარგოა და 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, ხოლო “მილანს” ექვსი ქულა აქვს და ამ დროისტვის მეცხრეა.