მეისონ მაუნტი: “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯი” ციხე-სიმაგრედ უნდა აქციოს”
ლონდონის “ჩელსის” ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა მეისონ მაუნტი, თვლის, რომ “სტემფორდ ბრიჯი” ციხე-სიმაგრედ უნდა იქცეს. შეგახსენებთ, რომ გუნდში ლამპარდის მოსვლის შემდეგ “პენსიონერებმა” შინ 4 თამაში გამართეს, თუმცა გარარჯვება ვერცერთში მოიპოვეს.
“რასაკვირველია, საშინაო მატჩებში უკეთესი შედეგები უნდა ვაჩვენოთ. მართალია ვერ მოვიგეთ, თუმცა ყოველ მატჩში არის ისეთი რამ, რაშიც პოზიტივის დანახვა შეიძლება.
გასვლით მატჩებში კარგად ვთამაშობთ და ახლა ისღა დაგვრჩენია, “სტემფორდ ბრიჯი” ციხე-სიმაგრედ ვაქციოთ. როდესაც გუნდები აქ მოვლენ, უნდა იცოდნენ, რომ წინ ურთულესი შეხვედრა ელით.
რაც შეეხება უშუალოდ “ლივერპულთან” გამართულ მატჩს (1-2), მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ბოლომდე ვაპირებდით ბრძოლას. ფაქტია, რომ ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩვენ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ,” – აცხადბს ინგლისელი ფეხბურთელი.