ვის მისცეს ხმა ჯაბა კანკავამ და ვლადიმირ ვაისმა წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში?
23 სექტემბერს მილანში ფიფას საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო მამაკაც მწვრთნელად “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი დასახელდა.
როგორც იცით, გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები ავლენენ. ცნობილი გახდა, თუ ვის მისცეს ხმა საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.
ჯაბა კანკავა
1. იურგენ კლოპი
2. პეპ გვარდიოლა
3. მაურისიო პოჩეტინო
ვლადიმირ ვაისი
1. პეპ გვარდიოლა
2. იურგენ კლოპი
3. დიდიე დეშამი
ზურაბ ფოცხვერია (მედია)
1. იურგენ კლოპი
2. მაურისიო პოჩეტინო
3. პეპ გვარდიოლა