მესი რონალდუსთან მეტოქეობაზე: “არცერთს არ გვიყვარს წაგება”
23 სექტემბერს FIFA-მ წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. არგენტინელ გოლეადორს ამ ტიტულისთვის ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუ და ვირჯილ ვან დაიკი ეცილებოდნენ.
საუკეთესოს ტიტულის მოგების შემდეგ, მესიმ განმარტა, თუ რატომ თვლის ხალხი, რომ ის და რონალდუ ერთმანეთთან ცუდ დამოკიდებულებაში არიან: “ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ შორის დიდი სპორტული მეტოქეობა არსებობს ბოლო წლების მანძილზე. რადგანაც ერთ-ერთი ჩვენგანი “რეალში” თამაშობდა, მეორე კი “ბარსელონაში”. ამასთან ერთად, ინდივიდუალურ პრიზებსაც ვიგებდით.
შეიძლება, ხალხი ფიქრობს, რომ ეს მეტოქეობა ფეხბურთის მიღმაც გრძელდება, მაგრამ სინამდვილეში ასე ნამდვილად არ ხდება.
ორივენი ვცდილობთ, რომ საუკეთესო გავაკეთოთ ჩვენი გუნდებისთვის და არცერთს არ გვიყვარს წაგება. ჩვენთვის მარცხი უბრალოდ მიუღებელია. სწორედ ამიტომაა ამხელა კონკურენცია ჩვენ შორის,” – აცხადებს ლეო მესი.