ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა ფიჯისთან მოგების შემდეგ, ინტერვიუს დროს იტირა (ვიდეო)
25 სექტემბერს, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, D ჯგუფში, ურუგვაის ნაკრებმა ყველასათვის მოულოდნელად ფიჯი 30:27 დაამარცხა. ურუგვაელებმა მსოფლიო თასზე 2003 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ურუგვაის ნაკრების კაპიტანს, ხუან მანუელ გამინარას ინტერვიუ ჩამოართვეს. 30 წლის მორაგბემ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.
“მე ჩემი ქვეყნით ნამდვილად ვამაყობ. ჩვენ არ ვართ ყველაზე დიდები ან მაღლები, მაგრამ აქ მოსაგებად მოვედით. ამისათვის ოთხი წლის მანძილზე ვემზადებოდით, ამიტომაც ნამდვილად ვამაყობ. მას შემდეგ, რაც მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ვემზადებოდით. გარანტირებული არასოდეს არაფერი გვქონდა, ჯერ მსოფლიო თასზე თამაშის უფლება უნდა მოგვეპოვებინა და შემდეგ ტურნირზე წავსულიყავით. და, მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო ეტაპი გავიარეთ, ამ მატჩზე ვფიქრობდით. თქვენ ნახეთ, როგორ მოტივაციით ვთამაშობდით. ძალიან ვამაყობ. არ ვიცი, საიდან მოდის ამხელა მუხტი, ეს ყველაფერი შინაგანად გვაქვს და დღეს ეს გამოვიყენეთ”, – განაცხადა გამინარამ.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.
One of the most emotional post-match interviews you will see at #RWC2019 🥺
Uruguay captain Juan Manuel Gaminara, breaks down. 😢#FIJvURU
— Ultimate Rugby (@ultimaterugby) September 25, 2019