დე ხეა: “სულშერისთვის სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯი, დავიდ დე ხეა, ირწმუნება, რომ ის და მისი თანაგუნდელები ბოლომდე მხარში დაუდგებიან ოლე გუნარ სულშარს. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე “წითელი ეშმაკები” პრემიერ ლიგის ექვსი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებენ.
“სულშერი ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილია. ის “მანჩესტერის” ღირსებას ფეხბურთელის რანგში რამდენიმე წლის მანძილზე იცავდა და ძალიან კარგად იცნობს კლუბს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი გუნდი მის გვერდითაა და მზად ვართ მისთვის სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ეს უმთავრესია. სულშერი დიდებული სპეციალისტია და ჩვენ მისი გვჯერა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის ყველაზე დიდი კლუბია და ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი.