საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა.
ფიჯისთან მატჩში ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციას დაუბრუნდება კაპიტანი მერაბ შარიქაძე. მან ურუგვაის წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით. სასტარტო შემადგენლობას უბრუნდებიან 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და 15 ნომერი სოსო მათიაშვილი.
ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე და ის ფრთაზე ბრუნდება. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ფრთის ორივე მოთამაშემ ურუგვაის ლელო გაუტანა.
შერკინების ხაზში, როტაციის პრინციპით, ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 7 მორაგბე შეიცვალა და საქართველო იმ ფორვარდებით იწყებს თამაშს, რომლითაც ექვსი ერის გამარჯვებულ უელსს ეთამაშა.
პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში, ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ:
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.
საქართველო-ფიჯის დაპირისპირება 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.