ცხრა გოლი და ნამდვილი ფეხბურთის ზეიმი “ტოტენჰემი” – “ბაიერნის” მატჩში (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ცენტრალური მატჩი ნამდვილ სპექტაკლად გარდაიქმნა – “ტოტენჰემისა” და “ბაიერნის” დაპირისპირებაში გულშემატკივარმა ნამდვილი ფეხბურთის ზეიმი და ცხრა გატანილი გოლი იხილა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან ძალიან მაღალი ტემპითა და უშეღავათო ბრძოლით გაიხსნა. უკვე მე-12 წუთისთვის “ტოტენჰემი” სონის გოლით იგებდა. სამიოდე წუთში კი ჯოშუა კიმიხმა უძლიერესი დარტყმით შეძლო ლორისის კარის აღება. ტაიმის მიწურულს კი რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო ბავარიული გრანდის დაწინაურება.
თუ პირველი ტაიმი “ტოტენჰემის” აქტიურობით მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში სრულად “ბაიერნი” დომინირებდა. 53-ე და 55-ე წუთებზე სერჟ გნაბრიმ უზუსტესი დარტყმებით დუბლის გაფორმება შეძლო, რასაც 61-ე წუთზე კეინმა თერთმეტმეტრიანიდან უპასუხა.
83-ე წუთიდან კი “რეკორდმაისტერი” “დეზების” განადგურების რეჟიმზე გადაერთო – 83-ე წუთზე გნაბრიმ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, ოთხ წუთში ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, საიდანაც ერთი წუთიც კი არ იყო გასული ,რომ გნაბრიმ პოკერი მიითვალა.