სად არის “ქართველი მესი” – გიორგი ჭანტურია?
კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი, 26 წლის გიორგი ჭანტურია 18 იანვრის შემდეგ უგუნდოდ არის და დღესაც გაურკვეველია, თუ სად ითამაშებს.
ჭანტურია მაისი-ივნისის პერიოდში ამერიკაში ვარჯიშობდა, თუმცა ამერიკაში არ დარჩენილა და ბოლოს თურქეთის მე-2 ლიგის “ჰათაისფორში” იყო, სადაც ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ “ჰათაისფორთან” კონტრაქტი არ გაუფორმებია.
ბოლო 2 თვეა მასზე არანაირი ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა და უცნობია, სად არის, სად ვარჯიშობს ან რატომ დარჩა 9 თვის განმავლობაში უკლუბოდ.
ჭანტურა 2016-18 წლებში “ურალში” თამაშობდა, 2015-16 წლებში “დუისბურგში”, 2014-15 წლებში “ვერონაში”, 2014 წლის პირველი ნახევარი “კლუჟში” გაატარა, 2013 წელი “ალანიაში”, 2011-დან 2014 წლამდე კი “ვიტესში” ირიცხებოდა და ჰოლანდიელებს რამდენჯერმე ჰყავდათ განათხოვრებული.
ეროვნული ლიგის გუნდები მისით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.