ბერბატოვი: “იმედია, “იუნაიტედი” “ლივერპულის” მსგავსად 29 წელს არ გაატარებს უტიტულოდ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, კლუბის ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრისას აღიარა, რომ “წითელი ეშმაკები” ძალიან შორს არიან უშუალო კონკურენტებისგან.
“ძალიან იმედგამაცრუებელი და რთულია ჩემთვის იმის აღიარება, რომ “იუნაიტედი” ასე შორსაა “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულისაგან”. ფეხბურთის თამაშისას მარტივად შეამჩნევთ, თუ როგორ თვითდაჯერებულად ეპყრობიან ბურთს ამ გუნდის ფეხბურთელები. “იუნაიტედისგან” განსხვავებით მათ იციან, როგორ უნდა ითამაშონ.
იმედია, “იუნაიტედი” “ლივერპულის” მსგავსად 29 წელს არ გაატარებს უტიტულოდ. ექვსი წელი დიდი დროა უტიტულობისთვის, განსაკუთრებით თუ ეს კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედია”.
რა თქმა უნდა, “ლივერპული” ახლა ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ აქამდე მათ ძალიან დიდი დრო დასჭირდათ. ჩვენ კი ამდენი ლოდინი არ გვსურს. ის დნმ არ უნდა დაიკარგოს,” – აცხადებს ბერბატოვი.