კურტუას მწვრთნელი: “შესაძლოა, ტიბოს “დე ხეას სინდრომი” სჭირდეს”
ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მეკარეების მწვრთნელი, ერვინ ლემენსი, რომლის მთავარ მოვალეობასაც ტიბო კურტუას ზედამხედველობა წარმოადგენს, “რეალის” მეკარის არასახარბიელო თამაშს ეხმაურება.
“ტიბო განსაკუთრებული ადამიანია და ასეთ ფორმაში ყოფნა მისთვის ნამდვილად უჩვეულოა. ბელგიის ნაკრებში ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. შესაძლოა, “რეალში” მას “დე ხეას სინდრომი” სჭირდეს.
თუ “სანტიაგო ბერნაბეუ” გისტვენს, მაშინ პრობლემა რეალურად არსებობს. კურტუა ბრწყინვალე მეკარეა და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ “რეალის” ფანები გააბედნიეროს,” – აცხადებს ლემენსი Radio Marca-ს ეთერში საუბრისას.