დაგვიანება, ზედმეტი წონა, მობილური ტელეფონი – როგორია ჯარიმები მადრიდის “რეალში”?
ესპანურ მედიაში გავრცელდა დოკუმენტები, სადაც მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებისათვის დაწესებული ჯარიმებია ნაჩვენები. როგორც ირკვევა, “სამეფო კლუბში” ჯარიმები 250 ევროდან იწყება.
დაგვიანება
ფეხბურთელები ვალდებულები არიან, რომ ვარჯიშის დაწყებამდე 45 წუთით ადრე უკვე ბაზაზე იყვნენ.
– 5 წუთით დაგვიანება: 250 ევრო
– 15 წუთით დაგვიანება: 500 ევრო
– 15 წუთზე მეტით დაგვიანება: 1000 ევრო
– გაურკვეველი მიზეზით ვარჯიშის გაცდენა: 3000 ევრო
მობილური ტელეფონები
ესპანური მედიის ცნობით, მობილური ტელეფონის გამოყენებაზე ჯარიმები სხვადასხვაგვარია. მობილური ტელეფონის გამოყენება შეზღუდულია გუნდის ექიმთან ყოფნისას, გასახდელში ან ავტობუსში ჯდომისას კი ტელეფონი ჩუმ რეჟიმში უნდა იყოს. ვინც ამ წესს დაარღვევს, ის 250 ევროთი დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 500-1000 ევროს უტოლდება.
ზედმეტი კილოგრამები
“რეალის” ფეხბურთელები წონასთან დაკავშირებულ შემოწმებას კვირაში ერთხელ გადიან. თუ მოთამაშეს ზედმეტი კილოგრამი აქვს, მაშინ ის 250 ევროთი ჯარიმდება. გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ევრო ხდება.
სხვა
როცა “რეალის” ფეხბურთელი დასვენების დღეს მადრიდიდან სხვა ქალაქში წასვლას აპირებს, მან ეს გუნდის მწვრთნელს უნდა აცნობოს. ასევე, მოთამაშეს კლუბის თანხმობის გარეშე ინტერვიუს მიცემა ან კომერციულ აქტივობაში მონაწილეობა ეკრძალება. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ის 1000 დოლარია.
Cuatro has gained access to Real Madrid's disciplinary fines..
• Players must show up at least 45 mins before the start of training.
• Being late will cost 250 euros, with the fine jumping to 500 euros if they are 15 mins late & up to 1,000 euros beyond that. pic.twitter.com/WpRNEBTRaV
— RMadridHome (@RMadridHome_) October 4, 2019