“ტოტენჰემი” “ბრაიტონთან” უშანსოდ განადგურდა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, “ტოტენჰემს” გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი ეძლეოდა “ბრაიტონთან” შეხვედრაში, თუმცა “დეზებმა” სიტუაცია უბრალოდ გააუარესეს.
შეხვედრა დასაწყისშივე საშინელი მომენტით გაიხსნა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისათვის. მარტივ სიტუაციაში ჰუგო ლორისმა ბურთის შემაგრება ვერ მოახერხა და გოლის გაშვებასთან ერთად საზარელი ტრავმაც მიიღო.
მომხდარის შემდეგ “ტოტენჰემის” ფეხბურთელები შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რითიც მასპინძლები სარგებლობდნენ. 32-ე წუთზე კონოლიმ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:0.
ასე რომ, პრემიერ ლიგის რვა ტურში “დეზებმა” მხოლოდ 11 ქულის დაკავება შეძლეს და დიდი ალბათობით მეექვსე ადგილსაც დაკარგავენ სატურნირო ცხრილში, “ბრაიტონს” კი 9 ქულა აქვს. მომდევნო ტურში “სპურსი” შინ ბოლოადგილოსან “უოტფორდს” მიიღებს.