საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთს 4 გოლი გაუტანა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში უნგრეთის ნაკრებს ესტუმრა და 2-4 მოუგო. ანგარიში მე-11 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ჯარიმით გახსნა, ტოჰტიმ 26-ზე, სკრიბეკმა კი 46-ზე უპასუხა და უნგრეთი წინ გაიყვანა. 3 წუთიან მონაკვეთში ჯერ გულიაშვილმა, მერე მოისწრაფიშვილმა შეაგდეს და ანგარიში 2-3 გახდა. საბოლოო გოლი მექვაბიშვილმა გაიტანა და ჩვენებმა პირველი 3 ქულა აიღეს.
ჯგუფში პირველი მატჩი ხორვატიამ ყაზახეთს 0-3 მოუგო და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯერჯერობით წინ არის. ჯგუფიდან ორი გუნდი მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.
უნგრეთი 2-4 საქართველო
გოლები: ტოჰტი 26, სკრიბეკი 46 (პ) – კვარაცხელია 11, გულიაშვილი 62, მოისწრაფიშვილი 65, მექვაბიშილი 82
უნგრეთი: ასვანი, კალმარი, ბენედეკი, სძუში, ჰუზსტი, კოსცისი, ჰიდი, სკრიბეკი, სძაბო, ბუკტა, ტოჰტი
საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (ჭავჭანიძე 86), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 86), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე 60), აზაროვი – გულიაშვილი, კვარაცხელია (მოისწრაფიშვილი 32)
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე