ბერბატოვი: “რა ჯანდაბა უნდათ “რეალის” ფანებს ბეილისგან?”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, დიმიტარ ბერატოვმა პრესასთან გარეტ ბეილზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას მადრიდში უსამართლოდ ექცევიან.
“ძალიან რთული სიტუაციაა. თუმცა ბეილმა თამაში დაიწყო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. მათ ერთად უნდა გადაჭრან პრობლემა – ორივეს სურს, რომ “რეალი” წარმატებული იყოს.
ჩემთვის ძალიან უცნაურია, თუ რატომ არ იჩენენ პატივისცემას ბეილის მიმართ, რომელსაც ამდენი გოლი გააქვს “რეალის” მაისურით. ისინი რონალდუსაც უსტვენდნენ მადრიდში. ამას რომ ვუყურებ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე – “რა ჯანდაბა უნდათ “რეალის” ფანებს?”
ედენ აზარსაც ჰქონდა პრობლემები, ისეთი როგორიც პოლს “იუნაიტედში”. ხალხი თვლის, რომ თუ 100 მილიონი გადაიხადეს ფეხბურთელში, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი საჯარიმოდან მეტოქისაში დრიბლინგით მოხვედრას.
ფეხბურთელები ადამიანები არიან და ასეთი ნეგატიური ქმედებები მათზე ცუდ გავლენას ახდენს. თუ ასე გაგრძელდება, ბეილმა მადრიდი უნდა დატოვოს და მე მას დიდი სიამოვნებით ვიხილავ “იუნაიტედში” – აცხადებს ბერბატოვი.