მერაბ შარიქაძის ემოციური სიტყვები მილტონ ჰეიგს (ვიდეო)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მილტონ ჰეიგს მადლობა გადაუხადა.
როგორც იცით, ჰეიგმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოლო მატჩი ჩაატარა. ზელანდიელი სპეციალისტი მუშაობას იაპონურ “სანტორი სანგოლიასში” გააგრძელებს.
“ეს მილტონ ჰეიგის ბოლო მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. მინდა, მილტონს მადლობა გადავუხადო, რადგან მან საქართველოს ნაკრებისათვის ბევრი რამ გააკეთა. საქართველოს ნაკრების განვითარებაში მისი წვლილი დიდია და პირადად მე, მას მას მადლობას ვუხდი. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. შენ რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდი.
La jolie déclaration de Merab Sharikadze, capitaine de @GeorgianRugby, à son futur ex-entraîneur : "je voulais dire merci à Milton…" 🙏#AUSvGEO #RWC2019 pic.twitter.com/LBjtowV77Q
— Rugby World Cup (@RugbyWorldCupFR) October 11, 2019