საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შვეიცარიასთან არაბიძის ჯარიმა არ ეყო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 შეხვედრაში შვეიცარიას ესტუმრა და 2-1 დამარცხდა. ანგარიში 57-ე წუთზე ვარგასმა გახსნა, 61-ე წუთზე კი გიორგი არაბიძემ ულამაზესი ჯარიმით გაათანაბრა. 83-ე წუთზე საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ლოტობამ დააფიქსირა და შვეიცარიამ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. შეგვეძლო გათანაბრება, მაგრამ სპანდერაშვილმა ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა.
ჯგუფში ისევ მე-2 ადგილი გვიკავია, თუმცა საფრანგეთს მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული, შვეიცარიას 2 და 2-ვე მოგებული აქვს.
შვეიცარია 2-1 საქართველო
გოლები: ვარგასი 57, ლოტომბა 83 – არაბიძე 61
შვეიცარია: რაჩოპი – სინდლერი, ზესიგერი, ვან დერ ვერფი, რუეგი – ოკაფორი, დომგა, ტომგჯონი, ვარდასი, პუშიჩი, გილემენოტი
საქართველო: გუგეშაშვილი – მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური – არაბიძე, კუცია, ნინუა (კოხრეიზე 86), სილაგაძე (ნებიერიძე 87) – ქავთარაძე (სპანდერაშვილი 75), არველაძე (ბუღრიძე 86)
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე