კიტეიშვილი: “შეგვიძლია უარყოფითი ბალანსი დავარღვიოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა დანიასთან გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
“ყველამ ვიცით, რომ ირლანდია ჩვენთვის უსიამოვნო მეტოქეა წინა შედეგების გათვალისწინებით. მომდევნო თამაშში ვფიქრობ, შეგვიძლია უარყოფითი ბალანსი დავარღვიოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. დანიასთან ძალიან ორგანიზებული იყო მთელი გუნდი და იმედი მაქვს, ასე იქნება ირლანდიასთან შეხვედრაშიც”, – განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-დანიის დაპირისპირება “დინამო არენაზე”, 17:00 საათზე დაიწყება.