ბუფონი: “კრიშტიანუს სახით ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანი აღმოვაჩინე”
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პირველივე შეხვედრიდან მოხიბლა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი და იტალიელი ფეხბურთელები ერთად პირველ სეზონს ატარებენ ტურინში.
“კრიშტიანუს სახით ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანი აღმოვაჩნიე. პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ის ძალიან თავმდაბალი იყო. ძალიან მომწონს მისი მიდგომა და ურთიერთობა თანაგუნდელებთან.
ვარჯიშის შემდეგ, ხშირად, ჩვენ რამდენიმე წუთის მანძილზე ვსაუბრობთ თამაშის გარკვეულ ასპექტებზე. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა,” – აცხადებს ვეტერანი იტალიელი მეკარე.