ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით ინტერესდება
ამსტერდამის “აიაქსის” გენერალური დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, არ უარყოფს, რომ მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობის სისტემაში სურს შესვლა.
“ჩემი ოჯახის, მეუღლისა და ბავშვების გარდა, მე ცხოვრების ორი სიყვარული გამაჩნია. ერთ-ერთია “აიაქსი”, რომელმაც განვითარებისა და მსოფლიო ფეხბურთში ჩემი სიტყვის თქმის საშუალება მომცა.
მეორე კი “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმარათ. რა თქმა უნდა, “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით დაინტერესებული ვარ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს “აიაქსში” სასწავლი,” – აცხადებს ვან დერ სარი.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ სარმა საფეხბურთო კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა (2011) და 2015 წლიდან “აიაქსის” გენერალური დირექტორის პოსტზე წარმატებით მუშაობს.