ჰიუპია: “ჰენდერსონი კაპიტნის სამკლავურს ატარებს, თუმცა ნამდვილი ლიდერი ვან დაიკია”
“ლივერპულის” ყოფილი მცველი, სამი ჰიუპია, თვლის, რომ გუნდის ამჟამინდელი ლიდერი ვირჯილ ვან დაიკია. შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი კაპიტნის სამკლავურს ჯორდან ჰენდერსონს ანდობს.
“მართალია, რომ ჰენდერსონი კაპიტნის სამკლავურს ატარებს, თუმცა ნამდვილი ლიდერი მაინც ვან დაიკია. მას ამისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. სულაც არ არის საჭირო კაპიტნის სამკლავური იმისათვის, რომ ლიდერი იყო.
გუნდს ძლიერი ლიდერი სჭირდებოდა და სწორედ მაშინ გამოჩნდა ვირჯილი, რომელმაც ყველანაირი სიცარიელე შეავსო. ჩემი გადმოსახედიდან, ჰენდერსონი და მილნერი კარგი კაპიტნები არიან, თუმცა ეს საკმარისი არაა.
ვირჯილმა მოსვლის დღიდან, მილნერსა და ჰენდერსონს ტვირთი შეუმსუბუქა. ის გუნდს უფრო თვითდაჯერებულს ხდის. ჩემი შედარებით, ვან დაიკი ასაწყობი პაზლის ბოლო ნაწილია “ლივერპულისთვის”, – ვციტირებთ სამი ჰიუპიას სიტყვებს.