ბერლუსკონი: “ძველი “მილანის” დაბრუნების ერთადერთი და მარტივი გზა არსებობს “
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, თვლის, რომ “როსონერის” ძველი დიდების დაბრუნების ერთადერთი შანსი აქვს – მისი “სან სიროზე” დაბრუნება.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის პრეზენტაციისას, “მილანის” გენერალურმა დირექტორმა (ივან გაძიდისი) აღნიშნა, რომ Elliott Management-მა იტალიური გრანდი გაკოტრებისგან და სერია D-ში დაქვეითებისგან იხსნა.
“ასეთი რაღაცის თქმა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ის საპირფარეშოში შევა და პირველ რიგში კარებს დაკეტავს.
დღევანდელი გადმოსახედიდან, “მილანისთვის” ძველი დიდების დაბრუნების ერთადერთი და მარტივი გზა არსებობს – თუმცა რთულად მისაღწევია – კლუბი სილვიო ბერლუსკონის უნდა დაუბრუნდეს,” – აცხადებს სილვიო.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 ტურში დაგროვებული 9 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს ცხრილში. “როსონერიმ” ბოლოს “სკუდეტო” 2010/11 წლების სეზონში მოიგო.