“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს.
გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport ადასტურებს, რომ “მანკუნიანელებმა” უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები იტალიელ სპეციალისტთან. მას ოლე გუნარ სულშერის შეცვლა დაევალება.
უკვე ცნობილია ისიც, თუ რა თანხის შეთავაზებას აპირებს ინგლისური გრანდი გამოცდილი სპეციალისტისთვის – საუბარია წელიწადში 7.5 მილიონ ევროზე ხელფასის სახით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მასიმილიანო ალეგრის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდებიან “ტოტენჰემის” წარმომადგენლებიც.