27 წლის ამერიკელი მოკრივე რინგზე მიღებული ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)
ცნობილი ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პატრიკი ჩარლზ კონველთან ბრძოლისას მიღებულ ტრავმას ვერ გადაურჩა.
პატრიკ დეი ჩარლზ კონველთან ბრძოლის მეათე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. ექიმებმა რინგიდან მისი გაყვანა მხოლოდ საკაცის დახმარებით შეძლეს. პატრიკი ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში. მას ტვინის ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა ამ ყოველივემ შედეგი ვერ გამოიღო.
“პატრიკ დეი 2019 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცალა ტვინის ტრავმული დაზინების მიზეზით. მან დაზიანება 12 ოქტომბერს, “ვინთრასთ არენაზე” ბრძოლისას მიიღო. ბოლო დღეს მის გვერდით იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და თავისი გუნდის წევრები.
მას რინგზე გასვლა არ სჭირდებოდა. ის ძალიან განათლებული, გონიერი და მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანი იყო. მაგრამ მოკრივეობა სწორედ ის იყო, რაც პეტს ყველაზე მეტად უყვარდა,” – ვკითხულობთ პატრიკის გუნდის განცხადებაში.
პატრიკ დეის პროფესიონალურ კარიერაში 22 შეხვედრა ჰქონდა გამართული, აქედან 17 მისი გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა.