“ეს უკვე ფიასკოა, ლოთო” – ხაბიბისა და კონორის მორიგი დაპირისპირება სოციალურ ქსელში
19 ოქტომბერს, UFC-ის მებრძოლები – კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთმანეთს სოციალურ ქსელ Twitter-ში დაუპირისპირდნენ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კონორი UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. უაითმა თქვა: “ახლა კაცი ხაბიბია. კონორი კაცი აღარ არის, ამიტომაც ხაბიბი ზის და გადაწყვეტილებებს იღებს.”
როგორც ჩანს, დანას ამ სიტყვებმა მაკგრეგორი გააბრაზა, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ვინ არ არის კაცი? შენ კაცს არ გაუკეთე ღონისძიება კარავში? (იგულისხმება აბუ-დაბიში გამართული ორთაბრძოლა ხაბიბსა და პორიეს შორის – ავტ.) კარავი ქვიშაზე იყო დამაგრებული. გააგრძელე საკუთარი თავის მოტყუება”, – წერს კონორი.
Who’s not the man? Your man had that marquee event did he? More like an event in a marquee. A tent in the fucking sand it was. Keep spoofing to your self horse. Jock strap sniffer championships.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) October 19, 2019
კონორის სიტყვებს მალევე გამოეხმაურა ხაბიბი, რომელმაც ირლანდიელს რუსულად მისწერა: “ეს უკვე ფიასკოა, ლოთო.”
Это фиаско алкаш 😁
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) October 19, 2019
მაკგრეგორმა ნურმაგომედოვი უპასუხოდ არ დატოვა და საპასუხოდ რუსული ენა გამოიყენა: “მოსკოვში გნახავ, ფისუნია.”
Увидимся в Москве, киска
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) October 19, 2019
მიმოწერა დაღესტნელის გამოხმაურებით დასრულდა. ხაბიბი წერს: “მოსკოვში მოძალადეებს არ ელოდებიან.”
В Москве насильников не ждут
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) October 19, 2019
მოგვიანებით, მაკგრეგორმა რუსეთის საელჩოსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ის მოსკოვის ვიზას ელოდება და რუსეთის დედაქალაქში ჩხუბს მართლაც აპირებს.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) October 19, 2019