“ლივერპულის” მოგებათა სერია “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეწყვიტა (ვიდეო)
20 ოქტომბერს “ოლდ ტრაფორდმა” ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე ორივე გუნდი მოსაგებად გავიდა და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაც შემოგვთავაზეს.
ექსპერტთა გარკვეული ნაწილი “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელი ცუდი ფორმის გამო “ლივერპულის” მარტივ გამარჯვებას ვარაუოდბდა, თუმცა ოლე გუნარ სულშერის მიერ შერჩეულმა სწორმა ტაქტიკამ მათ იმედები გაუცრუა.
ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე სადავო სიტუაციაში მარკუს რეშფორდმა გახსნა. საქმე ის გახლავთ, რომ მერსესაიდელები გოლამდე დივოკ ორიჯიზე თამაშისას ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდნენ. ვიდეორეფერი მეორედ საქმეში ტაიმის მიწურულს ჩაერთო სადიო მანეს გოლის გასაუქმებლად.
მეორე ტაიმში იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გაზარდეს. რაც დრო გადიოდა, “მანჩესტერ იუნაიტედი” უფრო და უფრო უკან იხევდა. ანგარიში თამაშის 85-ე წუთზე ადამ ლალანამ გაათანაბრა. მატჩში მეტი გოლი არ გასულა – 1:1.
ასე რომ, “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა და 9 ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი 10 ქულით მე-13 პოზიციას იკავებენ.