ყოფილმა მსაჯმა ვიდეორეფერის მუშაობა გააკრიტიკა: “ვის დასცინიან?”
ინგლისურ ფეხბურთში ვიდეორეფერის ტექნოლოგიის დანერგვამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულ საკითხს საჯაროდ გამოეხმაურა პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი, ქით ჰაკეტი.
“გასულ სეზონში მსაჯთა საქმიანობის ზედამხედველობითმა ორგანო ირწმუნებოდა, რომ პრემიერ ლიგაში მსაჯების მიერ მიღებული დიდი გადაწყვეტილებების 82 პროცენტი სამართლიანი იყო. გამოდის, რომ ყოველი ხუთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებიდან ერთში მსაჯი ცდებოდა.
ვიდეორეფერის სისტემის დანერგვით ისინი სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. ამით მხოლოდ ამ ორგანიზაციის ქედმაღლობის დონე გაიზარდა. ისინი დარწმუნებით გვეტყვიან, რომ მათ მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორი იყო.
PMGOL-ის დირექტორმა, მაიკ რილმა, ახლახან განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეცდომა იქნა დაშვებული – ალბათ ყველა, ვინც ეს მოისმინა, სიცილს ვერ შეიკავებდა. ვის დასცინიან? ოთხი შეცდომა?
რეალისტები უნდა ვიყოთ – ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან და ადამიანები ყოველთვის დაუშვებენ შეცდომებს. ვიდეორეფერიც ამისთვის არის, რომ სიზუსტის მაჩვენებელი 90 პროცენტამდე აიყვანოს. თუმცა პრაქტიკაში ასე ნამდვილად არ ხდება,” – აცხადებს ქით ჰაკეტი.