საქართველოს თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება
საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის “საბურთალო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედოს” 2-0 მოუგო. გოლები კოხრეიძემ და როლოვიჩმა შეაგდეს.
“საბურთალო” თასის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, “ტორპედოს” კი ეს ზედიზედ მეოთხედ არ გამოუვიდა.
საბურთალო 2-0 ტორპედო
გოლები: კოხრეიძე 48, როლოვიჩი 69
საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი – ალთუნაშვილი (კაკუბავა 65), დიასამიძე, ტერა – კოხრეიძე (გაბედავა 71), ტაბატაძე (როლოვიჩი 59), გულიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ტორპედო: შოვნაძე – ტაბატაძე, მაჩაიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, გრიგალაშვილი – დოლიძე (ჩოგაძე 71), ცეცხლაძე, ფონიავა (მოსიაშვილი 54), ციცქიშვილი – კაპანაძე (კიკნაძე 77)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი