“ინტერმა” საკუთარ კედლებში დორტმუნდის “ბორუსიას” სძლია
23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა შედგა მილანის “ინტერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იგრძნობოდა, რომ საშინაო კედლები მასპინძელ გუნდს დამატებით მოტივაციას აძლევდა. ანგარიში შეხვედრის 27-ე წუთზე გაიხსნა ლაუტარო მარტინესის გოლით.
გაშვებული გოლის შემდეგ გერმანული კლუბი ცდილობდა ზეწოლის გაძლიერებას მეტოქეზე, თუმცა როისისა და პაკოს არყოფნა ფავრეს გუნდის თამაშს დიდ დაღს ასვამდა.
თამაშის მიწურულს შეცვლაზე შემოსულ ესპოსიტოზე თამაშის წესების დარღვევისთვის (ჰუმელსის მხრიდან) თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლაუტარუს ბურკიმ აუღო. თუმცა “ინტერმა” მეორე გოლი მაინც გაიტანა – თავი კანდრევამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.