კონორ მაკგრეგორმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, ტურინის “იუვენტუსის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოს სტატუსით დააჯილდოვა.
– ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი?
– კრიშტიანუ რონალდუ. ის ფენომენალური ადამიანი და სპორტსმენია. კარიერის მანძილზე მან არაერთი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობ, რომ რონალდო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელია.