არნოლდ შვარცნეგერმა “ფეხბურთის ტერმინატორი” დაასახელა
ყველასათვის კარგად ცნობილმა ავსტიული წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა, არნოლდ შვარცნეგერმა ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდუს “ფეხბურთის ტერმინატორი” უწოდა.
“ჩვენ NBA-ში გვყავს მოთამაშე, რომელსაც “ტერმინატორს” ვუწოდებთ. არ ვიცი, არის თუ არა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ასე მოვიხსენიებთ… რონალდო. მოდი, მას “ტერმინატორი” დავუძახოთ”, – განაცხადა შვარცნეგერმა “ბიბისის” ეთერში.
72 წლის მსახიობის სიტყვებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა კრიშტიანო რონალდუ: “მადლობა, არნოლდ! მაგრამ ერთადერთი ტერმინატორი ყოველთვის მხოლოდ შენ იქნები.”