“მანჩესტერ სიტიმ” შინ “ასტონ ვილა” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეათე ტურის შაბათი სათამაშო დღე “მანჩესტერ სიტისა” და “ასტონ ვილას” დაპირისპირებამ გახსნა. “ლესტერის” მიერ მოპოვებული დიდებული გამარჯვების შემდეგ “მანჩესტერ სიტის” მეორე ადგილის დასაბრუნებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი “ქალაქელთა” უპირატესობით წარიმართა, თუმცა არც სტუმარი გუნდის ფეხბურთელები ამბობდნენ უარს შეტევებზე. პირველი 45 წუთი ანგარიშის გასახსნელად საკმარისი არ გამოდგა.
მეორე ტაიმში კი “მანჩესტერ სიტიმ” სრული უპირატესობა მოიპოვა, რასაც ხელი რაჰიმ სტერლინგის სწრაფმა გოლმა შეუწყო (46′). 65-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხუთ წუთში კი ილკაი გიუნდოგანმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 3:0.
ასე რომ, პრემიერ ლიგის საწყისი ათი ტურის შემდეგ “სიტის” აქტივში 22 ქულა გროვდება და მეორე პოზიციას იკავებს. “ასტონ ვილა” კი 11 ქულით მე-13 ადგილზეა.