ზლატკო დალიჩმა საქართველოსთან მატჩისათვის ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა ნოემბერში, სლოვაკეთისა და საქართველოს ნაკრებებთან გასამართი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), სიმონ სლუგა (ლუტონი);
მცველები: ტინ იედვაი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), კარლო ბარტოლეჩი (კოპენჰაგენი), დუე ჩალეტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოისეკი), დარიო მელნიაკი (რიზესპორი), დინო პერიჩი (დინამო ზაგრები);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელაი (ფიორენტინა), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა მოსკოვი);
თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოზიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), მისლავ ორშიჩი (დინამო ზაგრები).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ხორვატიას ამხანაგურ მატჩში სტუმრად, 19 ნოემბერს დაუპირისპირდება.