გვარდიოლა: “თუ მესი ისე ირბენს, როგორც პირველ სეზონში, მაშინ ყოველ სამ თვეში ტრავმას მიიღებს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მესიმ ისე არ უნდა ირბინოს, როგორც “ბარსელონას” ძირითად გუნდში ჩატარებულ პირველ სეზონში დარბოდა.
“ერთ დღეს მესი კარიერას დაასრულებს და “ბარსელონას” ამასთან შეგუება მოუწევს. ახლა საჭიროა, რომ მისი ძეგლისათვის ადგილი მოიძებნოს. ეჭვი არც მეპარება, რომ შესაფერის ადგილს იპოვნიან.
ცხადია, ვარსკვლავებმაც ისე უნდა ირბინონ, როგორც სხვებმა. თუ ასე არ არის, მაშინ ვარსკვლავი ამის საჭიროებაში უნდა დაარწმუნო. ზოგჯერ ასეთი ფეხბურთელისათვის გიწევს თქმა: “კარგი, ნუ ირბენ 40 მეტრს 20 წლის მოთამაშის მსგავსად, მაგრამ მომეცი მიზეზი იმისათვის, რომ არ ირბინო.” თუ ვიღაც არ დარბის და ყველა მატჩში სამი გოლი გააქვს, ეს გასაგებია, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ მესის შეუძლია.
თუ მესი ისე ირბენს, როგორც ის “ბარსელონას” რიგებში ჩატარებულ პირველ სეზონში დარბოდა, მაშინ ის ყოველ სამ თვეში ტრავმას მიიღებს. 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებთან მუშაობა მწვრთნელებისათვის ყველაზე რთული საქმეა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.Com.