არგენტინის ექს-მეკარე: “მესი “რეალში” უნდა გადავიდეს, თუ საუკეთესოობა სურს”
“ბოკა ხუნიორსისა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, უგო გატი, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს “ბარსელონას” სუპერვარსკვლავ ლეო მესიზე საუბრისას.
“ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ არგენტინელების წინააღმდეგ გამოვდივარ, მაგრამ მანამ, სანამ მესი დიდ მატჩებში არ მიირებს მონაწილეობას, ის საუკეთესო ვერ იქნება.
მას კვერცხები სჭირდება იმისათვის, რომ “რეალში” გადავიდეს და ყველას დაუმტკიცოს, რომ საუკეთესოა. ისევე როგორც ეს რონალდუმ გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ერთი უბრალო ფეხბურთელი იქნება.
კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადავიდა. მესი კი სახლში თამაშობს, სადაც ყველა მის კომფორტზე ზრუნავს. ათამაშეთ ის ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე.
როდესაც მესი საუკეთესოობას დაამტკიცებს, ის კრუიფის, მარადონასა და პელეს გვერდზე იდგება. მესი მხოლოდ მაშინ თამაშობს, როდესაც ამის უფლებას აძლევენ. ძალიან მარტივია ითამაშო, როდესაც ყველა ფაქტორი შენ სასარგებლოდ მოქმედებს,” – განაცხადა გატიმ El Chiringuito-ს ეთერში საუბრისას.