მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს – თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა (ვიდეო)
3 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “ბრეშია” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის 54-ე წუთზე, როცა “ბრეშიას” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ბურთი მიიღო, მას მასპინძელი გუნდის ფანებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. 29 წლის ფეხბურთელი გაბრაზდა და ბურთი ტრიბუნისაკენ დაარტყა. ბალოტელიმ მოედნის დატოვება გადაწყვიტა, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. საბოლოოდ, მისმა თანაგუნდელებმა ის მოედანზე დარჩენაში დაარწმუნეს.
აღსანიშნავია, რომ 85-ე წუთზე “სუპერმარიომ” გოლის გატანა მოახერხა.
54': Mario Balotelli punts ball into the stands and tries to leave the field after facing racial abuse from Hellas Verona fans.
85': Balotelli scores this beauty of a goal right in front of the fans that were taunting him.#VeronaBrescia
(🎥: @beINSPORTS) pic.twitter.com/rL9Rm6MfOc
— London's Finest (@LondonsFinestQU) November 3, 2019
Scenes in Italy. Mario Balotelli, presumably in response to racist abuse from fans, picks up ball and kicks it into stands.
Here's the aftermath.
We – football, society – need teammates/opponents to stop pleading with victims to not walk off, start walking off with them instead pic.twitter.com/wQ6rfs7j0K
— Henry Bushnell (@HenryBushnell) November 3, 2019