რობერტ ლევანდოვსკი საოპერაციოა
მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი, საზარდულის არეში დისკომფორტს განიცდის. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Kicker გვატყობინებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ფეხბურთელს დისკომფორტის მოსახსნელად ოპერაცია სჭირდება, რის შემდეგაც 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსი უნდა გაიაროს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გადაწყვეტს ლევანდოვსკი ოპერაციის ჩატარებას – სანაკრებო შესვენების დროს (9 ნოემბრიდან) თუ ზამთრის შესვენების განმავლობაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრებმა უკვე მოიპოვე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზური, ამიტომაც, ლევანდოვსკის ნაკრებში გამოცხადება დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მიმდინარე სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა “ბაიერნსა” და პოლონეთის ნაკრებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 23 გოლის გატანა შეძლო.