რონალდუ გაბრაზდა – რატომ შეცვალა სარიმ კრიშტიანო?
6 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 გაიმარჯვა.
შეხვედრის 82-ე წუთზე ტურინელთა მთავარმა მწვრთნელამ, მაურისიო სარიმ კრიშტიანო რონალდუ შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში პაულო დიბალა ჩართო. პორტუგალიელი მოედნიდან გასვლის დროს გაბრაზებული ჩანდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სარის პრესკონფერენციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“რონალდუ გაბრაზებული იყო, რადგან თავს კარგად ვერ გრძნობდა, მას რამდენიმე დღის წინ მუხლზე პრობლემა ჰქონდა და მისი კუნთები შედარებით ადვილად დაიღალა. პირველი ტაიმის შემდეგ კრიშტიანო ნერვიულობდა. შემეშინდა, რომ ტრავმას მიიღებდა, ამიტომაც შევცვალე”, – ციტირებს სარის სიტყვებს Goal.Com.
👀#UCL pic.twitter.com/MqHgcyoI5X
— DAZN Canada (@DAZN_CA) November 6, 2019