პლატინი: “პსჟ”-ს “კოკა-კოლა” უნდა ერქვას, ან რაიმე მსგავსი”
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, თანამედროვე ფეხბურთში “პარი სენ-ჟერმენის” როლზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა. როგორც ჩანს, პლატინი ფრანგული კლუბის ბოლოდროინდელი ქმედებებით უკმაყოფილოა.
“დღეს ყიდულობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს და გამარჯვებული ხარ. ყველაფერი სწორედ ფინანსებზეა დამოკიდებული – ფული ფეხბურთის ფილოსოფიას კლავს.
როდესაც უეფას პრეზიდენტი ხარ, გინდა, რომ ყველა გუნდს ჰქონდეს გამარჯვების თანაბარი შანსი ამა თუ იმ გათამაშებაში. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვითარება ძალიან გართულებულია.
პრეზიდენტი ყატარელია, სპორტული დირექტორი ბრაზილიელი, მთავარი მწვრთნელი კი გერმანელი. მართალია ფრანგებიც არიან გუნდში, თუმცა რატომ ჰქვიათ “პარი სენ-ჟერმენი”? მათ “კოკა-კოლა” უნდა ერქვათ, ან რაიმე მსგავსი,” – აცხადებს პლატინი.