რემზიმ განმარტა, თუ რატომ “წაართვა” რონალდუს გოლი
6 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახლოს იყო “იუვენტუსის” მაისურით პირველი ჯარიმის გატანასთან. თუმცა ამაში მას ხელი აარონ რემზიმ შეუშალა, რომელიც კარისკენ მიმავალ ბურთს ფეხით შეეხო და გოლიც საკუთარ აქტივში ჩაიწერა.
“იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ მეკარე გაცილებით უფრო ახლოს იყო ბურთთან და მის მოგერიებას შეძლებდა. ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა, მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ბურთი ბადეში მოხვდებოდა.
რონალდუს უკვე მოვუხადე ბოდიში,” – აცხადებს “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ გოლით კრიშტიანუ კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებდა – ის იქნებოდა ერთადერთი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელსაც 34 სხვადასხვა კლუბის კარში ექნებოდა გოლი გატანილი.
*Juventus has a free kick*
C. Ronaldo: Am gonna score this free kick goal
Aaron Ramsey: Hold my beer pic.twitter.com/JkgcPb1yHq
— C t e r l i n g ♔ (@_Cterling) November 7, 2019