აარონ რემსიმ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ განაცხადა, რომ მან კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა.
როგორც იცით, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსმა” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივი” 1:2 დაამარცხა. ტურინელთა პირველი გოლი რემსიმ გაიტანა – რონალდუს მიერ დარტყმული ბურთი მეკარეს გაუვარდა, მართალი ბურთი კარში შედიოდა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, მან ის კარის ბადეში მოათავსა.
“მეგონა, რომ მეკარე ჩემთან ძალიან ახლოს იყო და მას შანსი ჰქონდა ნახტომით ბურთი უკან გამოეტანა. საქმეში ჩემი ინსტიქტი ჩაერთო და ბურთს ფეხი მივარტყი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ გოლი გავიდა. კრიშტიანოს ბოდიში მოვუხადე”, – განაცხადა რემსიმ.
Le but de Ramsey, ou Ronaldo.. 😂 #FCLMJuve pic.twitter.com/XK6kJlP9lO
— JuventusFrVideos (@VideosJuventus) November 6, 2019