მესის ბრწყინვალების ხარჯზე “ბარსელონამ” “სელტა” დაამარცხა (ვიდეო)
ლა ლიგის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში არასახარბიელო ფორმაში მყოფი “სელტა” მიიღო. “კამპ ნოუზე” ჩატარებული შეხვედრა ლეო მესიმ ბრწყინვალე სპექტაკლში გარდაქმნა.
ყველაფერი შეხვედრის 23-ე წუთზე დაიწყო, როდესაც ლეო მესიმ ბლანკოს კარში გატანილი თერთმეტმეტრიანის მეშვეობით გახსნა. 42-ე წუთზე ოლასამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ტაიმის მიწურულს კი არგენტინელმა გოლეადორმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით კვლავ გაიყვანა წინ ერნესტო ვალვერდეს გუნდი.
შეხვედრის მეორე ტაიმში “ლურჯ-ბრწოეულისფერთა” უპირატესობა ორამდე კვლავ ლეო მესიმ და კვლავაც საჯარიმო დარტყმით გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ბუსკეტსმა დააფიქსირა – 4:1.
ასე რომ, მესის მიერ სტანდარტულებიდან შესრულებული ჰეთ-ტრიკის წყალობით “ბარსელონა” ამ დროისთვის კვლავაც პირველ პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.