რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა
10 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის 55-ე წუთზე ტურინელთა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ კრიშტიანო რონალდუ შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში პაულო დიბალა ჩართო. შეცვლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი პირდაპირ გასახდელისაკენ გაეშურა.
Looooool no way Cristiano Ronaldo subbed off and booed by Juve fans? Dont kill me 😭😭pic.twitter.com/ifdt1xcGAG
— Ahmed ∞ (@MessiCuIe) November 10, 2019
Sky Sport Italia-ს ცნობით, რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა. ამის გამო კი, იტალიური მედიაში სარი-რონალდუს დაპირისპირების თემა კიდევ უფრო გაღვივდა.
როგორც იცით, რომ სარიმ კრიშტიანო გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე, მოსკოვის “ლოკომოტივთან” მატჩშიც შეცვალა. პორტუგალიელი მაშინაც გაბრაზებული ჩანდა.