“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს
პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 ქულით, “მანჩესტერ სიტი” კი უშუალო მეტოქეს 9 ქულით ჩამორჩება და მეოთხე პოზიციაზე იმოფება.
Daily Mail-ის ცნობით, “ქალაქელთა” ხელმძღვანელები პეპ გვარდიოლას კოლექტივის მიერ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილონი არიან და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლივერპულთან” ჩამორჩენის აღმოსაფრხველად 100 მილიონი ფუნტის დახარჯვას გეგმავენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ინგლისური გიგანტი სატრანსფერო ბაზარზე ვინსენ კომპანის შემცვლელის პოვნას შეეძლება. შეგახსენებთ, რომ დაცვის ბელგიელმა ბურჯმა “ეტიჰადი” გასული სეზონის მიწურულს დატოვა.
გარდა ამისა, პეპ გვარდიოლას გუნდში დავიდ სილვას შემცვლელის მოყვანა სურს, რამდენადაც ესპანელი ნახევარმცველი ზაფხულში კლუბის დატოვებას გეგმავს. ამავდროულად, პეპი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებაზეც ზრუნავს.