დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი თავის ბუცებს ლურსმანზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩამოკიდებს.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილა ამ დროისთვის იაპონური გუნდის “ვისელ კობეს” ღირსებას იცავს.ვილას იმპერატორის თასის ნახევარფინალამდე კი ჩემპიონატის სამი მატჩის ჩატარება მოუწევს.
“ამ თემაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ეს ჩემ ოჯახთან მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა – მინდა ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. მინდა ეს ყველაფერი იმპერატორის თასის მოგებით დასრულდეს,” – აცხადებს დავიდ ვილა.
ვილას კარიერამ 19 წლის მანძილზე გასტანა. მან ყველაფერი “ხიხონის” რიგებში დაიწყო, მისი შემდეგი კლუები კი “სარაგოსა”, “ვალენსია”, “ბარსელონა” და “ატლეტიკო” გახლდათ.