ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს.
“ჩვენს ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებიც გამარჯვებას მოწყურებულნი არიან. დღევანდელ გუნდს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მყოფ შემადგენლობასთან შედარებით გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.
მიუხედავად ამისა, გერმანიის ნაკრებს ფავორიტად არ ვთვლი. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაიზარდნონ და ამაზე მუშაობას ვაგრძელებთ”, – ციტირებს ლიოვის სიტყვებს Goal-ი.