თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა
ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა.
თბილისის “დინამოს”, ბოლნისის “სიონის”, ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთელების და სხვა საფეხბურთო გუნდების ვებ-გვერდებზე შემდეგი სახის წინადადება გამოჩნდა: “თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს”.
“ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში”, – წერია ფედერაციის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბატონი ვაჟა ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტია და ცხინვალის რეჟიმმა 8 ნოემბერს დააკავა, როცა დაშავებულების მოსანახულებლად ჩავიდა.
ის დღემდე არ აღიარებს, რომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ჩვენი დროის გმირია.